Tuesday, July 18, 2017

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

დავასრულეთინტელის კურსი. ხელმძღვანელი ა. ცნობილაძე
საინტერესო ტრენინგი გვქონდა.
გავიარეთ შემდეგი მოდულები:პროექტებით სწავლება,სასწავლო პროექტის დაგეგმვა, გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,  პუბლიკაციები-ს მომზადება, სასწავლო ნიმუშების დახმარებით  შევქმენითმოსწავლეთა ნამუსევრები, შევადგინეთ პროექტის გეგმა, მასწავლებლის პრეზენტაცია და ა.შ.საინტერესო იყო თითოეული დღე.

Tuesday, July 11, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ნაყოფიერი დღე გვქონდა!

წარმოვადგინეთ და განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. გავეცანით შეფასების რუბრიკებს და გამოყენებას.
ვიმუშავეთ და დავასრულეთ პროექტის გეგმა.
ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, ბლოგზე ნამუშევრების კომენტარების გაგზავნა.

Monday, July 10, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

თანდათან მივდივართ ფინიშისკენ.....
დღეს დასაწყისში განვიხილეთ ჩვენს მიერ გაკეთებული პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგში ჩაშენება.
განვიხილეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.
 ვიმუშავეთ ტრენინგის  მეოთხე მოდულში სასწავლო ნიმუშების შექმნაზე , ვნახეთ მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები

პრეზენტაცია

Thursday, July 6, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

ძალიან ნაყოფიერი დღე გვქონდა....განვიხილეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი საკითხები. შემდეგ ვისაუბრეთ ინტერნეტ- კავშირებზე Web 2.0 Tools-ის პროგრამებში მუშაობა.      
       ვისწავლეთ el-ფოსტის გამოყენება: წერილის გაგზავნა, ფაილის მიბმა, საქაღალდეს დაარქივება-შეკუმშვა,ელ-ფოსტითგაგზავნა და მოხმარება. ვისწავლეთ რუკის მოხმარება- ორ წერტილს შორის მანძილის დადგენა და ნავიგაცია, კალენდარის გამოყენება. ვისწავლეთ Drიve- დისკის მოხმარება, google da google+-ის დოკუმენტის შექმნა და გაგზავნა- გაზიარება შევქმენით კვლევითი ფორმები, ვისწავლეთ მათი შენახვა,ელ-ფოსტაზე გაგზავნა. ამ ყველაფერს ნაბიჯ- ნაბიჯ ვსწავლობთ და ალბათ შევძლებთ გამოვიყენოთ პრაქტიკაში.

Tuesday, July 4, 2017

მე-5 დღის რეფლექსია

განვიხილეთ საპრეზენტაციო  პროგრამები, ვივარჯიშეთ     Power Point-  ის პროგრამის შექმნაზე.  ვისწავლეთ და ვივარჯიშეთ ფოტოების, ფორმულების , ვიდეოების ჩასმაზე და გამოქვეყნებაზე. ვნახეთ სპეციალური საძიებო  პროგრამა და ვისწავლეთ საძიებო სისტემების გამოყენება.ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ, ვისწავლეთ წყაროს ციტირებაზე.

Monday, July 3, 2017

  სასკოლო პროექტის ბროშურა "მემკვიდრული ცვალებადობა"

 ბროშურის სანახავად გადადით ლინკზე:
https://drive.google.com/file/d/0B05Mhp-xqMXZZmRmMm5NZDU0b1E/view?usp=sharing